ჩვენი პროექტი საერთაშორისო თანამშრომლობის ხედვას აფართოებს. ჩვენი პროექტის მიზანი ორმაგია. პირველი მიზანია უკვე წამოწყებული პროექტის - „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ - გაფართოება. ამ პროექტს ოთხ ქვეყანაში დასავლეთ აბრეშუმის გზის სამარშრუტო ბილიკი გაჰყავს: სომხეთი, საქართველო, თურქეთი და საბერძნეთი. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს ცნობარი და „აბრეშუმის გზის“ ვირტუალური ტურისტული მარშრუტი სმარტფონებისათვის, რომელიც 21-ე საუკუნის მოგზაურებს საშუალებას მისცემს ძველი ვაჭრების კვალდაკვალ გაიარონ. „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ ტრაექტორია გაფართოვდება აღმოსავლეთით - სომხეთიდან ჩინეთისკენ და დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვის ევროპისა და სამხრეთ აფრიკისკენ.

პროექტის მეორე მიზანი თანამშრომლობის განვითარებაა. აბრეშუმის გზა მხოლოდ სავაჭრო გზა როდი იყო, ეს იდეებისა და კულტურის გზა იყო. ისტორიაში პირველმა ტრანსკონტინენტურმა „სუპერ გზადკეცილმა“ ბიზნესს, მეცნიერებას, ხელოვნებასა და იდეებს იმპერიებისა და სახელმწიფოების მოვლის საშუალება მისცა. თუმცა, შესაძლოა, ამ გზის მთავარი საჩუქარი არც ეს არის. ეს გზა მშვიდობის გზა იყო, რადგან ვაჭრობა ჩაკეტილ საზღვრებს ვერ გადალახავს, ვერც კონფლიქტის პირობებში განვითარდება. აბრეშუმის გზის მთავარი დამსახურება ტოლერატნობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის განვითარება იყო.

იდეები ისევე კვეთენ საზღვრებს, როგორც საქონელი და ოქრო. ისინი ახალი აბრეშუმის გზის - 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების -  საფუძველს ქმნიან. თანამედროვე ტექნოლოგიებს საფუძველი საუკუნეების წინ, აბრეშუმის გზაზე ჩაეყარა, რადგან ადამიანებმა გამოსცადეს ტექნოლოგიები, რომლებიც საზღვრებს კვეთდა და ადამიანებს აკავშირებდა.

დღეს აბრეშუმის გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოები „იდეის“ ტექნოლოგიის უსაზღვრო მსოფლიოში თავიანთ ადგილს ეძებენ. ახლა, როდესაც „შემოქმედებითი ინდუსტრიის“ მიერ შთაგონებულ „ახალ“ კონცეფციებს ვსწავლობთ, თვალი გადავავლოთ ინოვაციებისკენ მიმავალი პირველი გზის გაკვეთილებს, რომლებიდანაც შევიტყობთ, რომ ღია საზღვრებს ღია გონებისკენ მივყავართ და რომ ისტორიაში ცოტა არის ისეთი საზღვრები, რომლებიც პროგრესს გზას უკეტავს.

შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორი ხორციელდება ევროკავშირის გაერთიანებული სამოქმედო პროგრამის (შავი ზღვის აუზი 2007 - 2013) მეშვეობით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა (USAID-Armenia)(სომხეთი) და თურქეთის რესპუბლიკის ევროკავშირის სამინისტროს თანადგომით (თურქეთი).

პროექტის მხარდაჭერაში მონაწილეობას იღებენ აგრეთვე:
სომხეთი: გიუმრიში იტალიის საპატიო კონსული, Arminco Global Communications, სომხეთის სამოგზაურო ბიურო.
საბერძნეთი:  the Egnatia Highway Authority (საბერძნეთი) და the Astir*Egnatia Alexandroupolis.
საქართველო: ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები. 

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით