20

სამეგრელო

სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული კოლხეთის ტერიტორია. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. სამეგრელოს ფართობი მოიცავს 4 400 კმ²-ს. მოსახლეობა 451 900. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. ... მეტი

სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული კოლხეთის ტერიტორია. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან, ხოლო XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა შეიძინა და აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს. გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. სამეგრელოს ფართობი მოიცავს 4 400 კმ²-ს. მოსახლეობა 451 900. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების და ქალაქ ფოთის ტერიტორიას. სოფლის მოსახლეობა ეწევა მებაღეობას, მემცენარეობას, მეციტრუსეობას, მეჩაიეობას. სამეგრელოს ვაკე–დაბლობი და გორაკ–ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელი შესაბამისად, ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.

ფილტრები

ღირსშესანიშნაობები

კატეგორიები

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით