აბასთუმანი

აბასთუმნის ობსერვატორია

ყანობილის მთაზე (1553მ) 1932 წელს გადაწყდა საბჭოთა სივრცეში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობა, რომლის ინიციატორიც იყო ქართველი მეცნიერი ევგენი ხარაძე.

1/1635/0005.jpg

აბასთუმანი

ყანობილის მთაზე (1553მ) 1932 წელს გადაწყდა საბჭოთა სივრცეში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობა, რომლის ინიციატორიც იყო ქართველი მეცნიერი ევგენი ხარაძე.

1934 წელს ამ ობსერვატორიაში დაიდგა კარლ ცეისის ფირმის 40 სმიანი ტელესკოპი (რეფრაქტორი). იმავე წელს აბასთუმნის ობსერვატორია აირჩიეს წყნარი ოკეანის ასტროფიზიკური ასოციაციის წევრად.

1936 წელს აბასთუმანში პირველად ჩამოდის უცხოელ ასტრონომთა ჯგუფი, პროფესორ მენზელის თაოსნობით.

1942 წლიდან დაიწყო მზის ლაქების ყოველდღიური აღრიცხვა. იმავე წელს ქართველმა ასტრონომმა გიორგი თევზაძემ აღმოაჩინა ორი ახალი კომეტა - ,,კომეტა 1942 თევზაძე - 1“ და ,,კომეტა 1942 თევზაძე - 2“. ეს არის ქართველის მიერ შესრულებული პირველი ასტრონომიული აღმოჩენა, რომელიც შემდგომ მრავალმა ქართველმა ასტრონომმა გაიმეორა.

ობსერვატორიაში, 1954 წელს დაიდგა 70 სმ-იანი მენისკური ტელესკოპი.

1957 წლიდან ამოქმედდა დედამიწის პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე დაკვირვების სადგური, ორი წლის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევიდა ყანობილის მთიდან აბასთუმნამდე გაჭიმული საბაგირო გზა.

1961 წელს, ასტრონომმა რ. კილაძემ პირველმა გაზომა სატურნის რგოლების სისქე, ხოლო 1974 წელს, იგივე ასტრონომმა პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო, ხოლო ა. ჭუაძემ აღმოაჩინა პირველი ზეახალი ვარსკვლავი გალაქტიკაში NGC 3389.

ამჟამად, აბასთუმნის ობსერვატორია, ატარებს მისი დამაარსებლის, ევგენი ხარაძის სახელს.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით