აჭის მონასტერი

ლეგენდა მოგვითხრობს - უხსოვარ დროში სოფელ აჭს დევი შემოეჩვია. შეწუხებულ აჭელებს ლოცვით წმინდა გიორგისათვის მიუმართავთ. წმინდანს თავისი შუბით მოუკლავს ავსული, ხოლო მადლიერ ხალხს, წმინდა გიორგის სადიდებლად ტაძარი აუგიათ.

1/2530/0001.jpg

აჭის მონასტერი

  ლეგენდა მოგვითხრობს - უხსოვარ დროში სოფელ აჭს დევი შემოეჩვია. შეწუხებულ აჭელებს ლოცვით წმინდა გიორგისათვის მიუმართავთ. წმინდანს თავისი შუბით მოუკლავს ავსული, ხოლო მადლიერ ხალხს, წმინდა გიორგის სადიდებლად ტაძარი აუგიათ.  მდინარე აჭისწყლის  ნაპირზე ახლაც გდია დიდი ლოდი რომელსაც ხალხი დევის ლოდს უწოდებს.

  აჭის ერთნავიანი დარბაზული მონასტერი XIII საუკუნის დამლევსა  და XIV საუკუნის დასაწყისშია აშენებული. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის კარს თავზე ჯვრები აქვს მოჩუქურთმებული. ტაძრის სარკმელები დაფარულია ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმებით. ეკლესია შიგნიდან სრულად არის მოხატული. ჭარბობს ოქროსფერი, სადაფისფერი და მწვანე ტონალობა. საკურთხეველში გამოსახულია ვედრებისა და თორმეტი საუფლო დღესასწაულის ამსახველი ფრესკები.

  აჭის მონასტერს ჰქონია დიდი ზარი, რომლის ხმაც ლიხაურამდე აღწევდა. მონასტერი ფლობდა თავადი გურიელისაგან შეწირულ დიდ უძრავ ქონებასაც. დღეისათვის აქ დედათა მონასტერია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით