ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის სრულყოფას, არაერთი თაობის ბეჯითი შრომა დასჭირდა. 1881 წელს ამ ადგილზე მოაგარაკემ - დ’ალფონსმა გააშენა საფრანგეთიდან გამოწერილი პალმები, ოლეანდრები, ზეთისხილი, კედარი, კვიპაროსი... დ’ალფონსის ძველი აგარაკი ამჟამად „ქვედა პარკად“ იწოდება.


ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღის სრულყოფას, არაერთი თაობის ბეჯითი შრომა დასჭირდა. 1881 წელს ამ ადგილზე მოაგარაკემ - დ’ალფონსმა გააშენა საფრანგეთიდან გამოწერილი პალმები, ოლეანდრები, ზეთისხილი, კედარი, კვიპაროსი... დ’ალფონსის ძველი აგარაკი ამჟამად „ქვედა პარკად“ იწოდება.
1912 წელს აქ მოღვაწეობას იწყებს რუსი ბოტანიკოსი ანდრეი კრასნოვი, რომლის ინიციატივითაც იმავე წლის 3 ნოემბერს დაფუძნდა ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ბაღმა კავშირი დაამყარა მსოფლიოს წამყვან კოლეგიალურ ბაღებთან - გამოიწერა მცენარეები ამერიკიდან, ინდოეთიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან. წამყვანი ადგილი სასარგებლო მცენარეთა გავრცელებას და შესწავლას ეთმობოდა. შეიქმნა ექვსი ფიტოგეოგრაფიული განყოფილება: ამერიკის, იაპონია-შორეული აღმოსავლეთის, ჰიმალაის, ავსრალიის, ჩილეს და ახალი ზელანდიის. ბაღმა 1913 წელს სამუშაოდ მიიწვია ლონდონის სამეფო ბაღის სახელგანთქმული აგრონომი იასონ გორდეზიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბაღის შექმნა-გაშენება. მან შემოიტანა და გაამრავლა მაგნოლიების, ილიციუმის, ევკალიპტის, ქოლგისებრი ფიჭვისა და ბამბუკის სხვადასხვა ჯიშები.
2008 წელს ბაღი აკურთხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. 2009 წელს კი მოეწყო მისივე სახელობის სკვერი-სავანე „მზიანი ღამე“.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმის ფონდი ითვლის 41 488 ფურცელს, რომლებიც განეკუთვნებიან 223 ოჯახსა და 1296 გვარს.
საინტერესო ახლოს
კატალოგი
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი