ბორჯომ-ხარაგაულის პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური ტყე-პარკი

დაარსდა 1996 წელს გერმანიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ხელშეწყობით. ფართობის მიხედვით, იგი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია: მოიცავს 76000 ჰექტარს, ანუ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1%-ს.

1/1640/0003.jpg

ბორჯომ-ხარაგაულის პარკი

დაარსდა 1996 წელს გერმანიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ხელშეწყობით. ფართობის მიხედვით, იგი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია: მოიცავს 76000 ჰექტარს, ანუ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 1%-ს.  
შუა საუკუნეებში, დღევანდელი ეროვნული პარკის ტერიტორია მეფეთა და მთავართა სანადირო მიდამოს წარმოადგენდა. პარკის, როგორც დაცული ტერიტორიის, ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს, როდესაც უკვე რუსეთის დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოში, 1862 წელს, მეფისნაცვლად, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ს ძმა მიხაილ რომანოვი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც იმპერატორმა ბორჯომის ბუნებით მოხიბლულ ძმას, მთელი ბორჯომის ხეობა საჩუქრად გადასცა, მიხაილ რომანოვმა ტყის მნიშვნელოვანი ტერიტორია შემოისაზღვრა და უნებართვო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა აკრძალა. ამგვარად გაჩნდა პირველი დაცული ტერიტორია კავკასიაში. 
ეროვნული პარკი, სამ ისტორიულ მხარეს - იმერეთს, სამცხე-საათაბაგოსა და შიდა ქართლს მიეკუთვნება და განთავსებულია ექვსი ადმინისტრაციული რაიონის საზღვრებში. 
ტყე პარკის უმაღლესი წერტილია მთა ,,სამეცხვარიო“ 2642 მეტრი სიმაღლით.
პარკის გეოგრაფიული, ფიზიკური და კლიმატური პირობების ნაირგვარობა, განაპირობებს მისი ფლორისა და ფაუნის სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას. პარკის ტყეებში, ალპურ და სუბალპურ მდელოებში იზრდება უამრავი რელიქტური და ენდემური მცენარე: კავკასიური სოჭი და ფიჭვი, კოლხური მუხა, უთხოვარი, დეკა, კავკასიური ცაცხვი, წიფელი, რცხილა, იფანი, სტევენისა და ვინოგრადოვის ზამბახი. 
ეროვნული პარკის მშვენებაა მისი მრავალფეროვანი ფაუნა. ნაკრძალში გვხვდება - მგელი, ფოცხვერი, დათვი, კავკასიური ირემი, ნიამორი, შველი, გარეული ღორი, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კავკასიური ციყვი, მელა და კურდღელი.
პარკის მკვიდრი ფრინველებიდან, აღსანიშნავია, მთის არწივი, ორბი, სვავი და კავკასიური როჭო.
ეროვნულ პარკში, ლაშქრობა შესძლებელია, როგოც ფეხით, ასევე ცხენებით.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით