ჭულეს ეკლესია

ჭულე

ჭულეს ეტიმოლოგია უნდა უკავშირდებოდეს სიტყვას „ჭურ“ რაც ძველ ქართულში ჩავარდნილ ადგილს ნიშნავდა. ეკლესია სამცხის ათაბაგის და ამირსპასალარის აღბუღას მიერაა აგებული 1381 წელს.

1/1642/0001.jpg

ჭულეს ეკლესია

ჭულეს ეტიმოლოგია უნდა უკავშირდებოდეს სიტყვას „ჭურ“ რაც ძველ ქართულში ჩავარდნილ ადგილს ნიშნავდა. ეკლესია სამცხის ათაბაგის და ამირსპასალარის აღბუღას მიერაა აგებული 1381 წელს. 
   ოდესღაც მდიდარი კომპლექსიდან დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ წმინდა გიორგის სახლეობის ეკლესია, მორუხო-მოვარდისფრო ტონალობის, გათლილი ქვით ნაგები ტაძარი. 
  ტაძარი მოუხატავს მხატვარ არსენის. გუმბათში თავის დროზე გამოსახული იყო ამაღლება, გუმბათის ყელზე წინასწარმეტყველები, აფრებში კი მახარობლები. საკურთხვლის კედელზე გამოსახული იყო მოციქულთა ზიარება, მის წინ კი წმინდა მამათა და დიაკვანთა ფიგურები, ტაძრის კედლებზე გამოსახულები იყვნენ ასევე ეკლესიის ქტიტორები. დღეისათვის ფრესკული მოხატულობის ნაშთიღაა შემორჩენილი. 
  ჭულე ადრიდანვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ სამწიგნობრო ცენტრს. მუსულმანობის მომძლავრებასთან ერთად, აქ ნელ-ნელა მინელდა სამონასტრო საქმიანობა და 1595 წლისთვის სავსებით შეწყდა კიდეც. ჭულე ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდ იქცა. 
  1849 წელს მარი ბროსემ ხელახლა დაუბრუნა ჭულე კულტურულ საქართველოს. 
  1935-1936 წლებში უცდიათ ტაძრის შეკეთება.  რუსი არქიტექტორის ხმელევსკის რესტავრაცია ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა.
  1982 წელს დაწყებული აღდგენით სამუშაოები დღემდე გრძელდება.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით