დადიანების სასახლე

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

ზუგდიდის მუზეუმი დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. დღეს მისი ოფიციალური სახელწოდებაა „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“.

1/959/0007.jpg

დადიანების სასახლე

ზუგდიდის მუზეუმი დაარსდა 1921 წელს სამეგრელოს ყოფილ მთავართა სასახლეებში დაცული არქივებისა და ნივთების ბაზაზე. დღეს მისი ოფიციალური სახელწოდებაა „დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“.
 
   სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სასახლე, “დედოფლისეული“ 1873-1878 წლებში ააგო არქიტექტორმა ედვიგ რაისმა, ხოლო ნიკო დადიანის სასახლე „ნიკოსეული“ XIX საუკუნის 80-იან წლებში რუსმა არქიტექტორმა ლეონიდ ვასილიევმა. ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია ნინო დადიანის მმართველობის დროს, XIX საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული. მთავრისეული ბოტანიკური ბაღის გაშენება, დავით დადიანმა  მეუღლეს მიანდო.  ეკატერინემ   ნარგავები ვერსალის სასახლის ბაღიდან და მილანიდან გამოიწერა, ხოლო ბაღის დასაგეგმარებლად იტალიიდან ცნობილი სპეციალისტები მოიწვია.  დღეისათვის ამ დიდებული პარკის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. 
 
  მუზეუმის დაარსების თარიღია 1921 წელი და იგი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ამჟამად, მუზეუმში 52 ათასზე მეტი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია დაცული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსელი კვართი, რომელსაც ყოველი წლის 15 ივლისს ვლაქერნობის დღესასწაულზე გამოაბრძანებენ. მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I-ის (1769–1821 წწ.) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780–1838 წწ.) პარიზში 1833 წელს. მუზეუმში ასევე დაცულია ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ნივთები, მისივე 6000 ტომიანი ბიბლიოთეკა, ფერწერულ-გრაფიკული ნაწარმოებების კოლექცია, გრავიურები და სხვა. ეს ნივთები, ზუგდიდში აღმოჩნდა დავით დადიანის ქალიშვილის სალომეს მეუღლის, ნაპოლეონ ბონაპარტის დის შვილიშვილის, ნაპოლეონ III-ის ფლიგელ ადიუტანტის, პრინც აშილ მიურატის (1847-1895) მეშვეობით.

1 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00100
3

მიმოხილვები

men
3

შეტყობინება

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით