გონიოს ციხე

გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან.

1/2519/0001.jpg

გონიოს ციხე

გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რაიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.

    ეს ის რეგიონია, სადაც აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. რომაულ-ბიზანტიური წერილობითი ცნობების თანახმად, დაახლოებით იმავე პერიოდში ჩამოყალიბდა აფსაროსი, როგორც დასახლებული პუნქტი. მისი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება მითს არგონავტების შესახებ. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ მიდამოებში დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი – აფსაროსი, რომელიც, გაქცეულმა იასონმა მოკლა, ხოლო გვამი დაანაწევრა და ზღვაში მიმოაბნია. ცნობილია რომ სწორედ აქ არის დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთერთი - მატათა.

უძველესი ცნობა ციხის შესახებ ეკუთვნის რომაელ პლინიუს სეკუნდუს. 134 წელს საინსპექციო მისიით კოლხეთში იმოგზაურა ბერძენმა ისტორიკოსმა ფლავიუს არიანემ, იმჟამად მაღალი რანგის სამხედრო პირმა. არიანეს ინფორმაციით, იმხანად გონიოს ციხეში ხუთი რომაული კოჰორტა მდგარა.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით