მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი, იგივე ჩითახევის წმ. გიორგის ტაძარი, აგებულია წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა - ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ, სავარაუდოდ IX საუკუნეში. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე აგებულ მამათა სამონასტრო კომპლექსში შედის უხეშად გათლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი ეკლესია და XV-XVI საუკუნის სამრეკლო.

1/1644/0002.jpg

ამ ტაძრის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია აქ მოღვაწე სასულიერო პირთა სახელებიც. ტაძარი იმეორებს IX საუკუნის დროინდელ სამშენებლო სტილს. ტაძრის მთელს შემოგარენში, თავის დროზე განთავსებული ყოფილა საბერო კელიები. ამჟამად შემორჩენილია მათი ნაშთები.
XVI საუკუნეში, შაჰ თამაზის შემოსევების ჟამს, მონასტერი მტერმა დაარბია, ათობით ბერი აწამეს და მოკლეს.
მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის კალაპოტი სავსეა მოწითალო შეფერილობის ქვებით, რომელთაც ხალხი ,,სისხლიან ქვებს“ უწოდებს. მომლოცველთა აზრით, ამ ქვებს აცხია XVI საუკუნეში დახოცილ ბერთა სისხლი. როგორც ამბობენ, სიწითლის კვალის მქონე ქვები, ანომალიური თვისებებით გამოირჩევიან, ზამთარ-ზაფხულ ქვებზე ,,სისხლი“ ერთნაირად ამჩნევია, თუ არ ლოცულობ, ,,სისხლი“ ხუნდება.
,,სისხლიან“ ქვებს მიეწერებათ ასევე სამკურნალო თვისებები. 
XX საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით