ჯიხაშკარის ციხე

ჯიხაშკარი

ჯიხაშკარი ისტორიული ოდიშის მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ობიექტია. ეს ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნიდან ჩნდება. სამეგრელოს მთავრებს, დადიანებს ციხის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ. ამ სასახლეში 1813 წელს დაიბადა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი.

1/960/0004.jpg

ჯიხაშკარის ციხე

  ჯიხაშკარი ისტორიული ოდიშის მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული ობიექტია. ეს ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში XVIII საუკუნიდან ჩნდება. სამეგრელოს მთავრებს, დადიანებს ციხის მიდამოებში საზაფხულო სასახლე ჰქონდათ. ამ სასახლეში 1813 წელს დაიბადა ოდიშის უკანასკნელი მთავარი დავით ლევანის ძე დადიანი. ციხის შესასვლელთან მითითებულია მისი აგების თარიღი XVIII  საუკუნე.
  ციხე-სიმაგრის კომპლექსი შედგებოდა ციტადელისა და ქვედა ციხისაგან. ციტადელს მთის მაღლობი უკავია, მასზე მიბმულია ციხის დიდი ეზო. 
1968 -1969 წლების არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ციტადელში მშენებლობის სამი ფენა გამოაჩინა: პირველი - IV-V საუკუნეების. მეორე - VIII-IX საუკუნეების მშენებლობის და გადაკეთების დრო. მესამე - XVI-XVII საუკუნეების აღდგენით-სარესტავრაციო პერიოდი.  ციხის ეზოში დგას კოშკი რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდება. კოშკი და გვირაბი XVI საუკუნის ნაგებობებია. ციტადელის ეზოში გამოვლენილია პალატისა და ეკლესიის ნაშთები.
 კარის მცირე ეკლესია ციტადელის აღმოსავლეთ ნაწილშია და ამჟამად ძლიერადაა დაზიანებული. ეკლესია  XII-XIV საუკუნეებით თარიღდება.
  ციხის გალავანში ჩართულია XII  საუკუნის სამი კოშკი.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით