ხერთვისის ციხე

ხერთვისი

სახელი ხერთვისი ორი მდინარის შეერთების ადგილის მიხედვით მიღებული ზმნის (ერთვის) ხანმეტი ფორმაა. ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთში ლაშქრობის ჟამს ალექსანდრე მაკედონელს ციხე-ქალაქი ხერთვისიც უნახავს.

1/1649/0001.jpg

ხერთვისის ციხე

სახელი ხერთვისი ორი მდინარის შეერთების ადგილის მიხედვით მიღებული ზმნის (ერთვის) ხანმეტი ფორმაა. ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთში ლაშქრობის ჟამს ალექსანდრე მაკედონელს ციხე-ქალაქი ხერთვისიც უნახავს. 
   ხერთვისის ციხე რთული, კარგად შემონახული ნაგებობაა. სადღეისოდ შემონახული ნაგებობები X-XIX საუკუნეებს განეკუთვნება. უკანასკნელ პერიოდში, ციხე ორი მთავარი ნაწილისაგან, ციტადელის და გალავნისაგან შედგებოდა. ციტადელს კლდის ვიწრო ქიმი უკავია და იცავს მაღალი შვეული კლდე. ციხის კოშკები კარგადაა დაცული. მკაფიოდ გამოიყოფა მთავარ კოშკი - დონჟონი, კარგად დამუშავებული და დაწყობილი ქვით ნაშენი ნაგებობა. აღსანიშნავია ხუთგვერდა კოშკიც, რომელიც აღმოსავლეთის ბოლოს იცავს. ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. 
  ხერთვისი მრავალჯერ გადაკეთებული ციხეა. 1356-1356 წლებში საქართველოს მეფის მოლარეთუხუცესს ზაქარია ქამქამიშვილს ციხის კოშკი და გალავანი აუგია. XVI  საუკუნეში ციხე ეკუთვნის ხერთვისარების ფეოდალურ საგვარეულოს. 1578 წელს თურქებმა სამცხე-საათაბაგოს სხვა ციხეებთან ერთად ხერთვისიც მიიტაცეს. 1828-1829 წლებში, რუსეთის თურქეთზე გამარჯვების შემდეგ ციხე საქართველოს დაუბრუნდა. იმ დროისათვის ხერთვისს, სხვა ქართულ ციხეებთან ერთად, უკვე დაკარგული ქონდა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა.   2007 წლიდან ხერთვისის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

1 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00001
5

მიმოხილვები

men
5

ხერთვისის ციცეხერთვისი

შეტყობინება
  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით