ხობის მონასტერი

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში. ტაძრის აგება უკავშირდება დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის სახელებს. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი და სხვა სიწმინდეები.

1/1455/0008.jpg

ხობის მონასტერი

აგებულია XIII-XIV სუკუნეებში. ტაძრის აგება უკავშირდება დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის სახელებს. 
ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი და სხვა სიწმინდეები. მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1630-1649 წლებში რომის კათოლიკური სარწმუნოების პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ის აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივს სცემენ“.
მონასტერი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.  გალავანი XX საუკუნის 70-იან წლებშია აღდგენილი, გუმბათიანი სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც ქვისგან არის ნაგები, აქვს შვიდი სარკმელი. სამრეკლო ადრე მოხატული ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ბაზილიკური დარბაზული ტიპის ტაძარი, რომელსაც აქვს გვიანდელი მინაშენები: XIV საუკუნის დამლევის ეგვტერი, აგრეთვე სამხრეთიდან და დასავლეთით შემორტყმული დერეფნები. ზუსტი თარიღი აშენების შესახებ არ არსებობს, მეცნიერთა ვარაუდით აღნიშნული სახე ტაძარმა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მიიღო, ტაძარი დამშვენებულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით, ფრესკები სერიოზულად არის დაზიანებული.
შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ხობის საეპისკოპოსო ფლობდა დიდ მამულს, მარნებს, ტყეებს, სათევზაო წყლებსა და სანადიროებს, საყანე მიწებს, სოფლის ეკლესიებს. მას ბაჟს უხდიდა ოდიშის სამთავროს რამდენიმე ნავსადგომი.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით