კინტრიშის დაცული ტერიტორია
კინტრიშის დაცული ტერიტორია დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული.


კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია

კინტრიშის დაცული ტერიტორია
კინტრიშის დაცული ტერიტორია
კინტრიშის დაცული ტერიტორია დაარსდა 1959 მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. ტერიტორიები განლაგებულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი, ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა - ალპურ იალაღებს ებჯინება (2000 მ). უმაღლესი მწვერვალია მთა სარბიელა 2471 მ. დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 13893 ჰექტარს, აქედან ნაკრძალს უჭირავს 10 703 ჰა, ხოლო დაცულ ლანდშაფტს - 3190ჰა. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთლიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერიაა მდინარე კინტრიში. მაღლა მთებში განლაგებულია პატარა ტბები - ტბიყელი, დიდვაკე და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია ხინოს იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა და ცხემვანის წმიდა გიორგის სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსები.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი