კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ტყე-პარკი

კოლხეთის დაბლობი უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული. აქ ჯერ კიდევ 15 000 წლის წინ ბინადრობდნენ და ნადირობას მისდევდნენ ტომობრივი გაერთიანებები. მოგვიანებით ძველ ბერძნებს სავაჭრო დასახლებები აუგიათ. ამ მხარეს უკავშირდება ცნობილი ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ.

1/1456/0002.jpg

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის დაბლობი უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული. აქ ჯერ კიდევ 15 000 წლის წინ ბინადრობდნენ და ნადირობას მისდევდნენ ტომობრივი გაერთიანებები. მოგვიანებით ძველ ბერძნებს სავაჭრო დასახლებები აუგიათ. ამ მხარეს უკავშირდება ცნობილი ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ.
  კოლხეთის ნაკრძალი 1935 წელს დაარსდა. 1996 წელს ამ რეგიონის მსოფლიო მნიშვნელობა იქნა აღიარებული, როდესაც საქართველო შეუერთდა „რამსარის კონვენციას“ . კოლხეთის ტყეპარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო და ის მოიცავს 29 000 ჰექტარ სახმელეთო და 14 000 ჰექტარ საზღვაო ნაწილს.
  ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველი, გარეული ღორი და სხვა. 
  კოლხეთის ეროვნული პარკი მდიდარია ჭაობის მცენარეებით, რომელთაგან რამოდენიმე საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი. პარკის ტერიტორიაზე ფრინველების 194 სახეობა ბინადრობს. აქ უამრავი ფრინველის ყოველწლიური მიგრაციის მარშრუტი გადის.
  პარკის ტერიტორიის იქტიოფაუნა თევზების 88 სახოებითაა წარმოდგენილი, რომელთაგან 6 საქართველოს წითელ წიგნშია შესული.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით