კორცხელის ეკლესია

საისტორიო წერილობითი წყაროების მიხედვით, კორცხელის ღვთისმშობლის ტაძარი 1624-1639 წლებში ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა. 1815 წელს ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა. 1859 წელს კვლავ განაახლეს.

1/1125/0001.jpg

კორცხელის ეკლესია

საისტორიო წერილობითი წყაროების მიხედვით, კორცხელის ღვთისმშობლის ტაძარი 1624-1639 წლებში ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა. 1815 წელს ეკლესია შეაკეთებინა ნიკოლოზ დადიანმა. 1859 წელს კვლავ განაახლეს. 
  ტაძარი თლილი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი, მცირე ზომის ნაგებობაა, ღია თაღოვანი გალერეით დასავლეთ მხარეს. კორცხელის გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კედლების კუთხეებს და ოთხ კვადრატულ ქვის სვეტს. 
  ეკლესიის მოხატულობა XVII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. მოხატულობაში დომინანტი ადგილი ღვთისმშობლის თემას უჭირავს. გამოკვეთილია იესო ქრისტეს შობისა და ღვთისმშობლის მიძინების ფრესკები. აქვეა ქრისტიანულ საეკლესიო დღესასწაულთა თემატიკაზე შექმნილი ფრესკული გამოსახულებები. ეკლესიის ფასადი მოპირკეთებულია მცირე ზომის ქვის კვადრებით. კედლებზე მრავალი ქართულ-ბერძნული წარწერაა, მაგარმ მათი დიდი ნაწილი ამჟამად დაზიანებულია.
  ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს თლილი ქვით ნაგები კოშკის ნაშთები. ეკლესიაში ინახებოდა ლევან II დადიანის შეწირული რამდენიმე ხატი და სხვა სიძველეები.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით