ყოვლადწმინდა მარიამის სახელზე აგებული საყდარი, სამნავიანი ბაზილიკაა. ეს არის პატარა სამონასტრო ეკლესია, ჩვეულებრივი რიგის ნაგებობა საეკლესიო საქმიანობის აღსასრულებლად.
ბაზილიკა აგებულია ახლომდებარე კლდეებიდან ატეხილი, თითქმის გაუთლელი ქვითა და კედლებში მკვიდრად ჩასმული ლოდებით, რომლებიც კედლებზე მიდგმული ფიქლების შთაბეჭდილებას ტოვებენ.
ბაზილიკის საკურთხეველთან აღმართულია დიდი ქვა, რომელსაც ადრე ტრაპეზის და წინამძღვრის დასაჯდომი ადგილის ფუნქცია უნდა ჰქონდა.
ერთადერთი გაფორმებული ადგილი ბაზილიკისა, მისი დასავლეთი სარკმელია, რომლის ზედა ფიქალზე ამოკვეთილი მცირე წრეებში ჩასმული სამი სადა ჯვარი იძლევა ნებას, ეკლესია დავათარიღოთ VIII-IX საუკუნეებით.
ტაძრის სამხრეთით დაცულია XII-XIII საუკუნის ჟამინდელი კედლის მხატვრობა. ჩრდილოეთის კედელზე მომწვანო-მორუხო ფონზე გამოსახულია ორი ადამიანი, მამაკაცი ასომთავრული წარწერით „შოთა“ და ქალი - წარწერით „იაი“ საფიქრებელია რო ეს პირები ამ ეკლესიის პატრონები იყვნენ. ეკლესიის დანარჩენი მხატვრობა ფრანგმეტულია.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი