ლიხაურის მონასტერი

ლიხაურის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში ცხოვრობდა. აქ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში გურიის საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი XIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული.

1/2539/0003.jpg

ლიხაურის მონასტერი

  ლიხაურის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ახალი ქვის ხანაში ცხოვრობდა. აქ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში გურიის საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ლიხაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის  მონასტერი XIII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. იგი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ტაძარს დასავლეთიდან მიშენებული აქ კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის მონაცისფრო კვადრები, სახურავისთვის კი ორფერდა კრამიტი. საეკლესიო მოხატულობის ნაშთი რესტავრატორებს ჩამოუფხეკიათ განახლების დროს.

  ლიხაურის ტაძარში ინახებოდა სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც საზაროს უწოდებდნენ. ამ ხატის წინაშე ხალხი იფიცებდა. ტყუილად დაფიცებისას, ლიხაურის ღვთისმშობელი მატყუარას შერისხავდა.

  ტაძარი საბჭოთა პერიოდში დაკეტილი იყო და გაიხსნა 1991 წელს.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით