მარტვილის მონასტერი

მარტვილი ერთ-ერთი საუკეთესო ტაძარია თავისი მდებარეობით, სტილით, ისტორიული მნიშვნელობით და არქეოლოგიური არტეფაქტებით, არამარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში. სიტყვა მარტვილი ბერძნული წარმომავლობისაა და წამებულს ნიშნავს, ამ ადგილის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ჭყონდიდი“, ანუ დიდ მუხა.

1/1128/0003.jpg

მარტვილის მონასტერი

მარტვილი ერთ-ერთი საუკეთესო ტაძარია თავისი მდებარეობით, სტილით, ისტორიული მნიშვნელობით და არქეოლოგიური არტეფაქტებით, არამარტო სამეგრელოში, არამედ მთელ საქართველოში. სიტყვა მარტვილი ბერძნული წარმომავლობისაა და წამებულს ნიშნავს, ამ ადგილის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ჭყონდიდი“, ანუ დიდ მუხა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ მარტვილის ეკლესიის ტრაპეზი დადგმულა იმ მუხის ძირზე, სადაც ადრე საკერპო ტაძარი „კაპუნია“ ყოფილა, რომელსაც თითქოს ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მუხა მოუკვეთია ანდრეა მოციქულს მეგრელთა მოქცევის ჟამს. ამ მონასტრის მღვდელმთავრები იწოდებოდნენ ჭყონდიდლებად, ჭყონდიდელები ძველი საქართველოს სამეფო კარის პირველი ვეზირები იყვნენ. 
VII საუკუნის პირველ ნახევარში აქ აუგიათ ჭყონდიდის მარტვილთა ეკლესია. X საუკუნეში გიორგი II  აფხაზთა მეფემ დააარსა ჭყონდიდის საეპისკოპოსო. ეკლესია ღვთისმშობლის სახელობის გახდა და მარტვილი მხოლოდ დასახლებული ადგილის სახელად დარჩა.
მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვარს, მაგრამ არ იმეორებს მას. შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება. მის კედლებზე გამოსახულია ისეთი ბიბლიური სიუჟეტები, როგორებიცაა: დანიელი ლომებთან, სამსონი და ლომი, ოთხი ანგელოზის მიერ ქრისტეს ამაღლება და სხვა. 
დაარსებიდანვე ჭყონდიდის საეპისკოპოსო ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს მძლავრი ეპარქია გახდა. იგი მოიცავდა მთელი სამეგრელოს ეკლესიას.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით