მაცხოვრის კარის ეკლესია ძველ ქართულ საისტორიო ქრონიკებში XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით ეკლესიის აგების პერიოდი X საუკუნით უნდა განისაზღვროს. ამდენად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. უცნობია ასევე ტაძრის ამგების ვინაობაც.
ეკლესია ადრეულ პერიოდში წმინდა გიორგის სახელზე ყოფილა ნაკურთხი. ტაძარი თავდაპირველი გეგმარებით სიმეტრიული ჯვარგუმბათოვანი ბაზილიკა იყო. ეკლესიის ამჟამინდელ კედლებზე კარგად ჩანს გადაკეთებათა კვალი. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარი ლევან II დადიანმა გადააკეთა. ტაძარი მოხატულია იმავე საუკუნის 60-70 იან წლებში.
1855 წელს თურქების მიერ ზუგდიდის აღების შემდეგ ტაძარი საკმაოდ დაზიანდა. 1874 წელს ტაძარი გადააკეთეს - მიაშენეს მარჯვენა და მარცხენა მხარეები, სამრეკლო და სტოა ანუ მოგრძო გალერეა, რომლის ერთ მხარეს სვეტების მწკრივია, ხოლო მეორე მხარეს კედელი.
ამჟამად ტაძარი კვირაცხოველის სახელზეა ნაკურთხი.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი