მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი 2007 წლის 27 ივნისს გაიხსნა. პარკის ფართობია 15804 ჰექტარი. პარკი სამი მუნიციპალიტეტის: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ტერიტორიაზეა განლაგებული და საკმაოდ კარგად შემონახულ ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს, ტერიტორიის 100% დაფარულია ტყით.

1/2522/0001.jpg

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი 2007 წლის 27 ივნისს გაიხსნა. პარკის ფართობია 15804 ჰექტარი. პარკი სამი მუნიციპალიტეტის: ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის ტერიტორიაზეა განლაგებული და საკმაოდ კარგად შემონახულ ტყისა და ბუჩქნარის ეკოსისტემებს მოიცავს, ტერიტორიის 100% დაფარულია ტყით. პარკის ჩამოყალიბება სამხრეთ კოლხეთის რელიქტური ტყეების დაცვის საშუალებას იძლევა. პარკის ბირთვული (განსაკუთრებით მკაცრი დაცვის) ზონა მოიცავს თითქმის ხელუხლებელ კოლხური ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უნიკალური მერქნიანი მცენარეულობითაა წარმოდგენილი. ბუნებრივი მცენარეული საფარის ხელუხლებლობა რთული რელიეფით, განკერძოებული, ძნელად მისადგომი მდებარეობითა და გარკვეული დროის მანძილზე დაცვის რეჟიმის არსებობითაა განპირობებული. პარკის ტერიტორია დღემდე რჩება მცენარეთა და ცხოველთა, მათ შორის უიშვიათესი, გადაშენების პირას მყოფი, ენდემური და რელიქტური სახეობის თავშესაფრად.ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 2000 მმ-ზემეტია, ხოლო მთა დიდი მტირალაზე მთელს საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია (4520 მმ წლის განმავლობაში). ტოპონიმი „მტირალა“ მთას სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა. პარკის ტერიტორიაზე ძირითადი ჰიდრორესურსებია მდინარეები ჩაქვისწყალი და ყოროლისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან, ხოლო ქედის სამხრეთ ფერდობზე-მდინარე აჭარისწყლის შენაკადები. რერიტორიაზე მრავლადაა მინერალურიდა მტკნარი წყაროები, რომლებიც სამკურნალო თვისებებითაა გამორჩეული. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად სამი ტიპის ნიადაგი გამოიყოფა: წითელმიწები, ყომრალი და ტყის ყომრალი ნიადაგები. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის, 202 გვარის, 284 სახეობა, მათ შორის ხე-მცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით