პეტრას ციხე

პეტრას ციხე, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი გვამცნობს: „პონტოს შემდეგ მდებარეობს ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა.

1/2525/0002.jpg

პეტრას ციხე

პეტრას ციხე, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა  535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი  გვამცნობს:  „პონტოს შემდეგ მდებარეობს ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა. ქალაქი ჩემს დროს მეფე იუსტინიანემ გააშენა.“  

  ციხე ტიპიური ლაზური ციხე-სიმაგრეა. ციხემ მაშინაც და მერეც მრავალი ცვლილება განიცადა. მას, როგორც უმთავრეს მაგისტრალზე მდებარე ციხეს, ჰქონდა დიდი ეკონმიკური მნიშვნელობაც. ციხის ნანგრევები კარგად მოჩანს ზღვის მხრიდან, ხოლო გატყევებულ ნარგავებში გალავანიც მოჩანს. ციხის ნაშთები სიგრძით 200 მეტრია, სიგანით 100 მ. ციხე მდებარეობს ორ გორაზე. მის ციტადელს ორი ჰექტარი უჭირავს, გალავანი კი მთის რელიეფს მიუყვება. ციხეს ჰქონდა სქელი კარი, რომელიც ორი ურდულით იკეტებოდა. დღეისთვის შემორჩენილია 7 მეტრი სიმაღლის ორმაგი კედელი და რამდენიმე მასიური კოშკი. ბოლოჟამინდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სამნავიანი ბაზილიკისა და აბანოს ნაშთები.

   პეტრას ციხე მრავალი ომის მომსწრეა. 540-550  წლებში  მის კედლებთან ომობდნენ იმჟამინდელი ცივილიზაციის ორი ფორპოსტი - სპარსეთის და რომის იმპერია, იმპერატორი იუსტინიანე და მეფე ხოსრო. მკვლევარები ასევე ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის უკვდავ „ვეფხისტყაოსანში“ მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე არის პეტრეს ციხე ანუ ციხისძირი.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით