ფოთი

ფოთი ნაოსნობისთვის უხიფათო, სასურველი სტრატეგიული რეგიონია. ძვ.წ. VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე აქ დაარსდა ბერძნული ახალშენი ,,ფაზისი“. ამოქმედდა კოლხეთის ზღვისპირეთის, საბერძნეთთან დამაკავშირებელი საზღვაო ხაზი. ფაზისის ზარაფხანაში იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა კოლხური თეთრი.

1/1195/0001.jpg

ფოთი

ფოთი ნაოსნობისთვის უხიფათო, სასურველი სტრატეგიული რეგიონია. ძვ.წ. VII-VI საუკუნეთა მიჯნაზე აქ დაარსდა ბერძნული ახალშენი ,,ფაზისი“.
ამოქმედდა კოლხეთის ზღვისპირეთის, საბერძნეთთან დამაკავშირებელი საზღვაო ხაზი. ფაზისის ზარაფხანაში იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა კოლხური თეთრი.
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობდა ფაზისის გამდიდრებას. ,,ფაზისელები სტუმართმოყვარენი არიან, ისინი ამარაგებენ მათ, ვისაც გემი ეღუპებათ. აძლევენ სამ ნავს და ზღვითვე სამშობლოში გზავნიან“ - წერდა არისტოტელე.
ფოთი დიდ როლს თამაშობდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში. ძველი ბერძნული სამყაროდან ზღვით შემოტანილი საქონელი, ფოთის გავლით მიედინებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, სპარსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. 
ფოთის ნავსადგურით, ხშირად უსარგებლიათ საბერძნეთის, რომის, ესპანეთის, გენუის, ეგვიპტისა და კონსტანტინოპოლის სავაჭრო ხომალდებს.
ფოთი მუდამ რჩებოთა დამპყრობელთა სასურველ ადგილად. აქ ულაშქრიათ - პონტოელ მითრიდატე VI ევპატორს, რომაელ პომპეუსს, სპარს ნახორაგანეს, ბიზანტიელ კეისრებს - იუსტინიანე I-ს და იუსტინიანე II-ს და თურქ-ოსმალებს.
ოსმალთა ინტერესის სფეროში, ფოთი 1579 წლიდან მოექცა. მათი ოკუპაციის მიუხედავად, ფოთის მაინც არ დაუკარგავს სავაჭრო მნიშვნელობა, აქ თავს იყრიდნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსული ვაჭრები. 1804 წლიდან, ფოთში პირველად გამოჩდნენ რუსი სამხედროები. 1828 წელს რუსებმა საბოლოოდ ჩაანაცვლეს თურქი დამპყრობლები. იმავე წელს დაამტკიცეს ნავსადგურის პროექტი, თუმცა ქალაქის და პორტის მშენებლობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ვითარება კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც 1894 წლის 18 სექტემბერს ფოთის ქალაქის თავად, აირჩიეს ნიკო ნიკოლაძე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო პორტის აღმშენებლობა. 
1859 წლის 22 იანვრიდან 1 თებერვლამდე, ფოთს სტუმრობდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით