რაბათი

VII-VIII საუკუნეებში ხელოსნებითა და ვაჭრებით დასახლებული ქალაქის გარეუბანს რაბათი ერქვა. მეათე საუკუნიდან კი რაბათი მოიცავს აღმოსავლური ფეოდალური ქალაქის ეკონომიკურ-პოლიტიკური ცხოვრების ცენტრის მნიშვნელობას.

1/1659/0006.jpg

რაბათი

VII-VIII საუკუნეებში ხელოსნებითა და ვაჭრებით დასახლებული ქალაქის გარეუბანს რაბათი ერქვა. მეათე საუკუნიდან კი რაბათი მოიცავს აღმოსავლური ფეოდალური ქალაქის ეკონომიკურ-პოლიტიკური ცხოვრების ცენტრის მნიშვნელობას. 
  ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. მდებარეობის გამო რაბათის ციხე მნიშვნელოვან თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენდა. დანგრეული ციხის ფრაგმენტები, სავარაუდოდ მხოლოდ ციტადელის კოშკზეა შემორჩენილი. XII-XIII  საუკუნეებში ციხე სამცხელ ათაბაგ ჯაყელთა რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ აქედან მოდის ტოპონიმი ახალციხე. მეთექვსმეტე საუკუნიდან სამცხეს ოსმალეთის იმპერია იპყრობს და იწყება რეგიონის ისლამიზაციის პროცესი. კომპლექსში შემავალი მეჩეთიც და მედრესეც ოსმალთა ბატონობის პერიოდის ნაგებობებია.
  ციხის მთლიანი ფართი დაახლოებით 7 ჰექტარია. რაბათის ტერიტორიაზე აგებული მეჩეთი თავისი ხუროთმოძღვრული ღირსებებით უნიკალურია ამიერკავკასიაში, რომელიც იტალიელი არქიტექტორის მიერაა დაპროექტებული. 1750 წელსაა აგებული მედრესე - ეს არის ოსმალური მედრესეს ტიპიური ნიმუში, მრავალ მოსწავლეზე გათვლილი სასწავლებელი.
  1828 წელს რუსეთის არმიამ დიდი სისხლის ფასად ახალციხე ოსმალებს წაართვა. ამ ბრძოლებს შეეწირა რაბათის უბანი. რუსებმა მეჩეთი მართლმადიდებულ სალოცავად აქციეს, რისი დასტურიცაა მეჩეთისათვის აღმოსავლეთიდან მიშენებული ქრისტიანული საკურთხეველი.
  2011 წელს დაიწყო ციხის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის პირველი ეტაპიც 2012 წლის აგვისტოში დასრულდა.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით