რუხის ციხე

რუხის ციხე ლევან დადიანმა ააშენა 1647 წელს. ის სამეგრელოს სამთავროს მნიშველოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მის ორივე ბოლოში თითო კოშკია აღმართული.

1/1393/0007.jpg

რუხის ციხე

რუხის ციხე ლევან დადიანმა ააშენა 1647 წელს. ის სამეგრელოს სამთავროს მნიშველოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსაგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მის ორივე ბოლოში თითო კოშკია აღმართული. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი, ციხის დონჟონს, ანუ მთავარ კოშკს წარმოადგენდა. ციხის ქვედა ნაწილი რვა-ათ მეტრ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია მოწყობილი. ციხის შესასვლელი, მის გალავანში ჩაშენებული კოშკის ბოლო სართულზეა, მეორე და მესამე სართულების კედლებში კი სათოფე სამზერები იყო მოწყობილი. ციხეს გარს უვლის ათი-თორმეტი მეტრის სიმაღლის გალავანი.  
რუხთან გამართული ერთი ბრძოლის შესახებ, მოგვითხრობს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. იგი 1672 წელს თავად შესწრებია ოსმალთა შემოსევას და კარგად აღწერა საბრძოლო ბატალიები.
1769 წელს რუხის ციხესთან მიმდინარეობდა რუსეთ თურქეთის ომის ერთ-ერთი ეპიზოდი. 
1770 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ციხე ოსმალებისაგან გაათავისუფლა.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით