საფარა

საფარა, როგორც სამცხელ ათაბაგ ჯაყელთა ერთერთი რეზიდენცია, ერთ დროს ნამდვილ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები.

1/2446/0012.jpg

საფარა

საფარა, როგორც სამცხელ ათაბაგ ჯაყელთა ერთერთი რეზიდენცია, ერთ დროს ნამდვილ სიმაგრეს წარმოადგენდა. მონასტრის თავზე, დასავლეთით, დღესაც დგას ძველი ციხის ნანგრევები.

  სამონასტრო კომპლექსის უმთავრესი ნაგებობაა წმინდა საბას ტაძარი - თლილი ქვით ნაგები გუმბათიანი ეკლესია. საფარის კომპლექსში შემავალ ნაგებობათაგან უძველესია მიძინების ტაძარი. იგი X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. წმინდა საბას ეკლესია კი სამი საუკუნის შემდეგ აუშენებიათ. ტექნიკურად შენობა ბრწყინვალედაა შესრულებული. არავითარი ნაბზარი არ ჩანს. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თბილი ტონალობის მქონე ღვინისფერი ფილებით. ტაძრის მოხატულობა დიდადაა შელახული.

  სამხრეთიდან წმინდა საბას ტაძარს ეკვრის მიძინების ერთნავიანი ეკლესია. ოდესღაც მთლიანად მოხატულ ეკლესიაში ამ მხატვრობის ორიოდე ფრანგმეტია დარჩენილი. წმინდა საბას ტაძარზეა მიშენებული წმინდა გიორგის, პეტრე-პავლეს და წმინდა დიმიტრის სამლოცველოები. კომპლექსის უმნიშვნელოვანესი საკულტო ნაგებობაა წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ქვეშაც ორი თაღოვანი სარდაფია. სამიარუსიანი სამრეკლოს პირველი სართული ანუ ლასურისძეთა საგვარეულო აკლდამა წმინდა მარინეს ეკლესიის სახელითაა ცნობილი.

  სამრეკლოდან ოთხიოდე მეტრის მოშორებით, კლდეზეა ნაგები იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. განმარტოებით დგას წმინდა სტეფანეს ტაძარი.

  საფარა ერთერთი უძველესი და უდიდესი საეკლესიო ანსამბლია საქართველოში. ამ ეკლესიის კანკელი, რომელიც ქართული ხელოვნების პირველხარისხოვან ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით