შემოქმედის მონასტერი

XVI საუკუნეში ისტორიულ სამცხე-საათაბაგოს თურქეთის მხრიდან ელოდებოდა განადგურებისა და გაძარცვის საფრთხე. ზარზმის ეკლესიაში განთავსებული დიდძალი განძის გადასარჩენად გურიაში ააშენეს ფერიცვალების სახელობის ტაძარი, რომელსაც „მცირე ზარზმა“ უწოდეს.

1/2544/0005.jpg

შემოქმედის მონასტერი

XVI საუკუნეში ისტორიულ სამცხე-საათაბაგოს თურქეთის მხრიდან ელოდებოდა განადგურებისა და გაძარცვის საფრთხე. ზარზმის ეკლესიაში განთავსებული დიდძალი განძის გადასარჩენად გურიაში ააშენეს ფერიცვალების სახელობის ტაძარი, რომელსაც „მცირე ზარზმა“ უწოდეს.

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის მაცხოვრის ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი.

  შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმარილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს.  ტაძრის დასავლეთი ფასადი შემკულია ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმით. ტაძარზე ორი წარწერაა. იატაკი მეტწილად თეთრი მარმარილოსია. ტაძარი შიგნიდან ერთიადნად დაფარულია ფრესკებით.

ფერისცვალების სახელობის ეკლესია „ზარზმა“ მაცხოვრისაზე მცირეა. არსად არ აქვს ჩუქურთმა. აღმოსავლეთის ფასადი მთავრდება ხუთწახნაგოვანი ნახევარწრით. რვა ფანჯრის თავზე დგას რვაკუთხოვანი გუმბათი. მოპირკეთებულია მოცისფრო პორფირის ცისფერი ქვით, რომელიც მონასტრის ახლოსვე არის მოჭრილი.    მონასტერი შემოზღუდულია მკვიდრად ნაგები ქვის მაღალი გალავანით, რაც მის არამარტო საკულტო, არამედ მის თავდაცვით ფუქციაზეც მეტყველებს.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით