ტიმოთესუბანი
სოფელ ტიმოთესუბანში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით".


ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი

ტიმოთესუბანი
ტიმოთესუბანი
სოფელ ტიმოთესუბანში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი). ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა.
ეკლესია ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.). მონასტრის ეზოში მდებარე სახლებში ბერები ცხოვრობენ.
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი