ცაიშის მონასტერი

ცაიში სამეგრელოს თერმული მინერალური წყლით სახელგანთქმული სოფელია. იგი ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში IX საუკუნიდან იხსენიება „საისის“, „სისენის“ სახელით.

1/1444/0001.jpg

ცაიშის მონასტერი

ცაიში სამეგრელოს თერმული მინერალური წყლით სახელგანთქმული სოფელია. იგი ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში IX საუკუნიდან იხსენიება „საისის“, „სისენის“ სახელით. 
XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აუგიათ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. სატაძრო კომპლექსი შედგება გუმბათოვანი ეკლესიის, სამრეკლოსა და პალატისაგან.
1614 წლის დიდმა მიწისძვრამ დაანგრია ეკლესიის ორი მესამედი. გადარჩა მისი აღმოსავლეთი მხარე. 
1616-1619 წლებში დანგრეული ტაძარი და სამრეკლო აღადგინა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსმა, ცაიშელ-ჯუმათელმა ეპისკოპოსმა მალაქია II გურიელმა. მას შემდეგ ტაძარს არსებითი ცვლილებები არ განუცდია.
რესტავრაციისას ეკლესია შიგნიდან მთლიანად მოხატეს. იმჟამინდელი ფრესკული მხატვრობის დიდი ნაწილი გადარჩენილია. საკურთხევლის წინ აღმართულია მარმარილოს კოლონები, რომლებიც ვამეხ დადიანს ჩამოუტანია XIV საუკუნეში აფხაზეთიდან, ძლევამოსილი ლაშქრობის შემდეგ. სამრეკლოს ჩრდილოეთ კედელში ჩაყოლებულ ბარელიეფზე გამოსახულნი არიან ამ ეკლესიის მაშენებლები.
სოფლის მახლობლად მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექსი „ჯეგუთა“, რომელშიც შედის: 1615 წელს აგებული წმინდა გიორგის ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნეთა პერიოდის გამოქვაბულები და საცხოვრებელი სახლი.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით