წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს X-XI საუკუნეთა მიჯნაზე. მოვარდისფრო შირიმის ქვით აშენებულ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარეშემოსასვლელები აქვს.

1/1445/0001.jpg

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს X-XI საუკუნეთა მიჯნაზე.
მოვარდისფრო შირიმის ქვით აშენებულ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარეშემოსასვლელები აქვს. 
ტაძრის ფასადები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული, დარბაზის კედლები მოხატულია წმინდანების და ეკლესიის მშენებელთა პორტრეტებით. დარბაზის სვეტებს და სარკმელებსა ამშვენებს მრავალი ქართული და ბერძნული წარწერა, რომლებიც გვამცნობენ, რომ ტაძრის ინტერიერი მოუხატავს სამეგრელოს მთავრის ვამეხ დადიანის ბრძანებით კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ ბერძენ მხატვარ - კირ მანუელ ევგენიკოსს. 
ეს მოხატულობა, XIV საუკუნის კონსტანტინოპოლური ფერწერის ერთადერთი შემორჩენილი ნიმუშია, თანაც ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი. ქრისტეს დიდ დღესასწაულებთან ერთად ამ ტაძარში წარმოდგენილია: მაცხოვრის ვნებები და სასწაულები, ღვთისმშობლის ბავშვობა, წმინდა გიორგის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება. 
XVII საუკუნეში ტაძრის დაზიანებული ადგილები განუახლებია წალენჯიხელ ეპისკოპოსს ევდემონ ჯაიანს. 
ლევან II დადიანის მითითებით მიშენებული ეკვდერის კედლები დამშვენებულია XVI-XIX საუკუნეთა დროინდელი ფრესკებით.
თავდაპირველად ტაძარს გარს უვლიდა თლილი ქვით ნაგები მაღალი გალავანი, რომლებიც თანდათან დანგრეულა საუკუნეთა მანძილზე. მის ნაშთებზე XIX საუკუნეში უბრალო ქვის გალავანი აღუმართავთ.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით