ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია, ისტორიული წყაროების თანახმად, VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ვალე, თავდაპირველად გუმბათიანი ტაძარი ყოფილა. 1562-1564 წლებში ტაძარი უგუმბათოდ აღუდგენიათ. საფძვლიანი გადაკეთების შედეგად, ეკლესია სამნავიან ბაზილიკად ქცეულა.

1/2510/0002.jpg

ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია, ისტორიული წყაროების თანახმად, VIII-IX საუკუნეებში უნდა იყოს აგებული.

ვალე, თავდაპირველად გუმბათიანი ტაძარი ყოფილა. 1562-1564 წლებში ტაძარი უგუმბათოდ აღუდგენიათ. საფძვლიანი გადაკეთების შედეგად, ეკლესია სამნავიან ბაზილიკად ქცეულა. ტაძარში არსებული ორი ბოძი, სივრცეს სამ ნაწილად ჰყოფს, არათანაბარი ზომის ბოძები, XVI საუკუნეში შეუკეთებიათ. სამხრეთის ბოძზე ამოკვეთილია 45 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც გვამცნობს ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლის, დედისიმედის მიერ ტაძრის შეკეთების ამბავს.

ტაძარი აგებულია რუხ და ღვინისფერ ქვათა შეხამებით. ტაძარს, ადრე მდიდრული კარნიზი აგვირგვინებდა. მთავარი შესასვლელის თავზე, განთავსებულია დიდი ქვა, რომელზეც ორი მხედარია გამოსახული. ამ შესასვლელს, მლოცველი შეჰყავდა ნახევრად ბნელ კუთხეში, საიდანაც მის წინ ჩნდებოდა სარკმელებით განათებული ცენტრალური სივრცე.

მთელი ეს მრავალფეროვანი მორთულობა, ოსტატურადაა მოპირკეთებული ხუროთმოძღვრის მიერ. შესრულების ხარისხიც უმაღლესია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით