ზარზმა

ზარზმა ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. პირველი ეკლესია აქ VIII-IX სააუკუნეებში აუგია ბერ სერაპიონ ზარზმელს, წარმომავლობით კლარჯს. სერაპიონის მემკვიდრეებს აქ სხვა, უფრო დიდი ეკლესია აუშენებიათ, რომლისთვისაც ადგილობრივ ფეოდალს გიორგი ჩორჩანელს სოფლები და მამულები შეუწირავს.

1/2514/0010.jpg

ზარზმა

ზარზმა ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. პირველი ეკლესია აქ VIII-IX სააუკუნეებში აუგია ბერ სერაპიონ ზარზმელს, წარმომავლობით კლარჯს. სერაპიონის მემკვიდრეებს აქ სხვა, უფრო დიდი ეკლესია აუშენებიათ, რომლისთვისაც ადგილობრივ ფეოდალს გიორგი ჩორჩანელს სოფლები და მამულები შეუწირავს. ამჟამინდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV  საუკუნის დასაწყისში, სამცხის მთავარ ბექა ჯაყელ-მანდატურთუხუცესის დროს. ტაძრის შესასვლელში დარჩენილია მეათე საუკუნის ქვა, რომელიც აქ მანამდე არსებული შენობიდან გადმოუტანიათ.

  მრავალრიცხოვანი ჩუქურთმებით შემკული ტაძრის მშვენებაა სამხრეთის კარიბჭე. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც - ტრადიციულ სიუჟეტებთან ერთად შემონახულია ისტორიულ პირთა პორტრეტებიც. ზარზმის სამრეკლო ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. 1577 წელს ზარზმის ახალ მფლობელებს, ხურციძეებს სამრეკლოს პირველი სართული თაღებით ამოუშენებიათ და იგი იოანე მახარებლის ეკლესიად უქცევიათ. XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე, თურქთა შემოსევების გამოისობით ზარზმის მონასტერი დაცარიელდა. ზარზმის განძი გადაიტანეს გურიაში სოფელ შემოქმედში საგანგებოდ აშენებულ ეკლესიაში, რომელსაც ასევე ზარზმა უწოდეს. დღეს ეს განძი თბილისში, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

  •  

    Working days ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი.

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით