ბაგრატის საკათედრო ტაძარი

X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობის ჟამს აგებული ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი ნიმუშია. ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობაზე ნაკურთხი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე განთავსებული მშენებლობის დასრულების მაუწყებელი წარწერა გვამცნობს, რომ ტაძრის იატაკი 1003 წელს მოუჭიმავთ.

1/3851/0001.jpg

ტაძარში დაკრძალულია მისი ქტიტორი, მეფე ბაგრატ III (975-1014). ისტორიულად, ბაგრატის ტაძარი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.

1692 წელს ახალ ციხიდან შემოჭრილმა ოსმალებმა ააფეთქეს ტაძარი, დაიტაცეს საეკლესიო საგანძური და თან წაიღეს მარმარილოს სვეტები. 1770 წელს მეფე სოლომონ პირველმა ტაძარი დაუბრუნა საქართველოს.

ბაგრატის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა, გუმბათი ეყრდნობოდა ოთხ მძლავრ ბურჯს. ხუროთმოძღვარმა მშენებლობის ჟამს იხმარა ფასადებზე გადავლებული არმატურის ერთიანი სისტემა, რაც ტექნოლოგიური სიახლე იყო იმჟამინდელ მშენებლობაში და ხუროთმოძღვრის დიდ ნიჭსა და გამოცდილებაზე მეტყველებს. ტაძრისათვის მიუშენებიათ ქუთათელ ეპისკოპოსთა საცხოვრებელი სამსართულიანი კოშკი, ასევე მდიდრულად მორთული და მოჩუქურთმებული კარიბჭეები, სამხრეთის კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის ფრესკის კვალი.

იატაკს ამკობდა მრავალფეროვანი მოზაიკა.

1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

2009 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ტაძრის სრული რეკონსტრუქცია. დასრულდა 2012 წელს.

0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით