გელათი

გელათი შუა საუკნეების უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრია. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის: მთავარი - ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები, სამრეკლო, აკადემია და გალავანი.

1/3855/0008.jpg

გელათი

გელათი შუა საუკნეების უმნიშვნელოვანესი საეკლესიო ცენტრია. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის: მთავარი -  ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები, სამრეკლო, აკადემია და გალავანი.

  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ზომებია 35მX35მ, სიმაღლე 34 მეტრი, თლილი ქვით დამუშავებული ტაძრის ფასადი თითქმის მოკლებულია ჩუქურთმას. კედლებზე სხვადასხვა პერიოდის ფრესკებია. მეთორმეტე საუკუნის დროინდელი წმინდა გიორგის ეკლესია გეგმითა და ფორმებით იმეორებს მთავარ ტაძარს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. კედლები დაფარულია მეთექვსმეტე საუკუნის მხატვრობით. აქვეა XIII-XIV საუკუნის წმინდა ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია. ახლოსაა მეცამეტე საუკუნის დროინდელი წყაროზე გაშენებული სამრეკლო. კომპლექსში შედის აკადემია რომელმაც ჩენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.

  გელათის მონასტერი, სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო. აქ განისვენებენ საქართველოს მეფეები: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I,  გიორგი III და სხვანი. გელათი ერთ-ერთი უმდიდრესი ფეოდალური  სენიორია იყო. მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონია არავითარი სახელისუფლებო ძალა. აქ მეფეს თავისი პირადი წარმომადგენელი ჰყავდა. 1510 წელს ოსმალთა მიერ გადამწვარი კომპლექსი ბაგრატ III-მ აღადგინა.

  იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდეგ, გელათი საეკლესიო სენიორიის რანგიდან, შტატის მონასტრამდე დაქვეითდა.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით