იტრიის მონასტერი

იტრიის სამონასტროო კომპლექსი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა დოროთეოზ III-მ. მას მეფე გიორგი IX საგან დიდ ფასად შეუძენია სოფელი იტრია, იქ მოსახლე აზნაურებით და გლეხებით.

1/3938/0005.jpg

იტრიის მონასტერი

იტრიის სამონასტროო კომპლექსი XVI საუკუნის მეორე ნახევარში ააგო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა დოროთეოზ III-მ. მას მეფე გიორგი IX საგან დიდ ფასად შეუძენია სოფელი იტრია, იქ მოსახლე აზნაურებით და გლეხებით. იტრიის ყვლადწმინდის სახელობის დანგრეული ეკლესიის ადგილზე დოროთეოზს თავისთვის და თავისი სახლისთვის კარგი მონასტერი აუგია. იმ პერიოდში ქვეყანას შაჰ თამაზი შემოესია. აშენებული იტრია და სოფელი მტერმა ააოხრა, თუმცა დოროთეოზმა მაინც მოახერხა და განაახლა მონასტერი. მას მონასტრის მშენებლობაში ქართლის მეფეები დაეხმარნენ.

  იტრიის სამონასტრო კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ტაძარი სამრეკლო და გალავანი. მონასტერი ბაზილიკური ტიპისაა და სამნავიანია. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით. ტაძარი შიგნიდან შელესილი და გათეთრებულია.

  სამრეკლო - აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. იგი ზევით შევიწროვებული, კოშკისებრი სამსართულიანი ნაგებობაა (6,25X4,95 მ). აშენებულია უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX ს. ბოლოს სამრეკლო შეუკეთებიათ.

გალავანი - (40X25 მ) აშენებულია 1656 წელს კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი.

  ამჟამად, იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი დედათა მონასტერია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით