კაცხის მონასტერი

კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. 1010 – 1014 წლებში ტაძარი ააგო იონე ერისთავის ასულმა ცხოვრებამ. თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების სახელზე ნაკურთხი ტაძარი ბაღვაშთა ძლიერი ფეოდალური დინასტიის საკუთრება და საგვარეული საძვალე იყო.

1/3856/0001.jpg

კაცხის მონასტერი

კაცხის მაცხოვრის შობის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთერთი გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. 1010 – 1014 წლებში ტაძარი ააგო იონე ერისთავის ასულმა ცხოვრებამ. თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების სახელზე ნაკურთხი ტაძარი ბაღვაშთა ძლიერი ფეოდალური დინასტიის საკუთრება და საგვარეული საძვალე იყო. დავით აღმაშენებლის მიერ ამ საგვარეულოს დამარცხების შემდეგ ტაძარი უპატრონოდ დარჩა. გადმოცემით იგი ორჯერ დაუწვავთ და კვლავ აღუდგენიათ.

  XVI საუკუნეში ტაძარი აბულახსარ ამირეჯიბის მფლობელობაში იყო, XVII-XVIII საუკუნეებში კი თავად აბაშიძეებს ეკუთვნოდათ.

  კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი წარმოადგენს ექვსაფსიდიანი ეკლესიის ყველაზე გვიანდელ და გამორჩეულ ნიმუშს. შენობის გარეთა ზომებია: სიგრძე –13,5 მ, სიგანე – 12მ, სიმაღლე შიგნით – დაახლ. 17,5მ. მთელი ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი კონცენტრული, წახნაგოვანი მოცულობებისგან: გარსშემოსავლელის, საკუთრივ ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ყოველი წახნაგი დასრულებულია ფრონტონით, რის გამოც იქმნება ტეხილი, ხერხისებური ლავგარდნები. გუმბათის სახურავი კი ნახევრადგაშლილ ქოლგას ჰგავს.

კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ. 


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით