ხცისის ნათლისმცემლის ეკლესია

ხცისის ნათლიმცემლის ეკლესია 1002 წელს ააგეს არქიეპისკოპოს ანანიას დაკვეთით. ტაძარი ქართული დარბაზული ეკლესიების საუკეთესო წარმომადგენელია. ეკლესია ერთნავიანია. მას სამხრეთ და ჩრდილეოთ მხრიდან, ამჟამად ძლიერ დაზიანებული გვერდითი სადგომები ეკვრის.

1/3978/0001.jpg

ხცისის ნათლისმცემლის ეკლესია

ხცისის ნათლიმცემლის ეკლესია 1002 წელს ააგეს არქიეპისკოპოს ანანიას დაკვეთით. ტაძარი ქართული დარბაზული ეკლესიების საუკეთესო წარმომადგენელია. ეკლესია ერთნავიანია. მას სამხრეთ და ჩრდილეოთ მხრიდან, ამჟამად ძლიერ დაზიანებული გვერდითი სადგომები ეკვრის. ჩრდილოეთის სადგომი სამსხვერპლოა, ის გადაბმული წყობით უკავშირდება ტაძრის მთავარ ნაწილს და გეგმაში სწორკუთხედს ქმნის. ტაძრის შიდა და გარე კედლები მოპირკეთებულია წესიერი მოხაზულობის მოვარდისფრო-მოყვითალო ფილებით. შესაბამისი ადგილი ეთმობა რელიეფურ გამოსახულებებს. შინაარსობრივად და თემატურად ის ორად იყოფა. პირველ ნაწილში მოცემულია ვარიაციები ჯვრის თემაზე, მეორეში კი სიუჟეტურადაა გაერთიანებული მცენარეთა და ცხოველთა გამოსახულებები.

ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მორთულობას ავსებს ქართული ასომთავრული სტილით შესრულებული წარწერების ჯგუფი. მათგან მთლიანად იკითხება ორი - დასავლეთ სარკმლის და აღმოსავლეთ ფასადის. სწორედ ამ უკანასკნელის ცამეტსტრიქონიანი წარწერა შეიცავს ტაძრის აგების თარიღს.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით