ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერი XII-XIII სს. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. სამონასტრო კომპლექსში შედის: წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, წმინდა გიორგის მცირე საყდარი, კოშკი- სამრეკლო და გალავანი.

1/3991/0002.jpg

ყინწვისის მონასტერი

ყინწვისის მონასტერი XII-XIII სს. ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. სამონასტრო კომპლექსში შედის: წმინდა ნიკოლოზის და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები, წმინდა გიორგის მცირე საყდარი, კოშკი- სამრეკლო და გალავანი.

  წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ქართული აგურით ნაგები ტაძარია . მისი ზომებია: 19.7X 14მ. სიმაღლე -24.3 მეტრი. ტაძრისთვის მეთოთხმეტე საუკუნეში სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიუშენებიათ.

  უნიკალურია ყინწვისის მხატვრობა. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. ძირითადად გამოყენებულია ღია მწვანე, ოქროსფერი და მოწითალო ფერები. ვხვდებით ლაჟვარდოვან ცისფერ ფონსაც. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. ტაძრის მშვენებაა „ყინწვისის ანგელოზის“ ფრესკა, მომხიბლავი მოციფრო-მოლურჯო ტონალობის ნამუშევარი. 

  წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ჩრდილო დასავლეთით მდინარე ძამის ნაპირზე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. ისიც XII-XIII საუკუნით თარიღდება. ამ დარბაზული ტაძრის ძირითადი ნაწილი დანგრეულია და მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და კედლების ნაშთებია შემორჩენილი.

  გვიანფეოდალურ ხანაში, მთავარი ტაძრის სიახლოვეს აუგიათ წმინდა გიორგის სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია.

  2001 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა დაასრულა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კონსერვაცია. ამჟამად აქ მამათა მონასტერია.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით