მღვიმევის მონასტერი

მღვიმევი XIII საუკუნის ბუნებრივ მღვიმეში აგებული ორნავიანი ეკლესიაა. სამონასტრო კომპლექსი ააგეს რაჭის ერისთავმა რატი კახაბერის ძემ და მისმა ძმამ ნინაიმ. კომპლექსი მრავალი ნაგებობისგან შედგება.

1/3866/0005.jpg

მღვიმევის მონასტერი

მღვიმევი XIII საუკუნის ბუნებრივ მღვიმეში აგებული ორნავიანი ეკლესიაა. სამონასტრო კომპლექსი ააგეს რაჭის ერისთავმა   რატი კახაბერის ძემ და მისმა ძმამ ნინაიმ. კომპლექსი მრავალი ნაგებობისგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. მის ჭერს გამოქვაბულის თაღი ჰქმნის, ხოლო კედლები ქვითკირითაა ნაგები და მოპირკეთებულია გათლილი ქვით. ტაძრის ფასადი შემკულია ქართულ კლასიკურ ორნამენტიანი მდიდრული ჩუქურთმებით. მაცხოვრის ტაძრის ღირსშესანიშნაობაა მთლიანად მოხატული და ჭედური ფირფიტებით შემკული ხის კანკელი.

 ბაზილიკას ორი კარი აქვს, სამხრეთისა და დასავლეთის. დასავლეთის ორიგინალი ძელქვისგან დამზადებული კარი, ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

  ეკლესიის შიდა კედლები მოხატულია. VI საუკუნეში კლდეში გამოკვეთილ ეკლესიას მხოლოდ ფასადი აქვს თლილი ქვის. ფასადი შემკულია ქართული ორნამენტით. გამოქვაბულის სიღრმეში წყაროა, მღვიმეში მრავალი გამოქვაბულია. მათ სავარაუდოდ შემოსევათა პერიოდში მონასტრის მსახურთა თავშესაფრად იყენებდნენ. ისტორიული ფაქტია, რომ მურვან ყრუს და თემურ-ლენგის მებრძოლები მოწნული და დაკიდებული კალათებით ცდილობდნენ მღვიმეში შეღწევას. ამრიგად ბუნებრივ მღვიმეში მოწყობილ და ხანგრძლივი ალყისთვის მომზადებული მონასტერს თავდაცვის ფუნქციაც ჰქონია დაკისრებული.

  მონასტრის ღირშესანიშნაობაა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთ კედელი ბუნებრივი კლდეა. კომპლექსის არქიტექტორული  ნაგებობებია ორსართულიანი სამრეკლო და სამონაზვნო სენაკები.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით