მოდინახე

მოდინახე, ფეოდალური ხანის ძველი სასიმაგრო ნაგებობის ბაზაზე აგებული შვიდკოშკიანი სათავადო ციხეა. ის 1730-იან წლებში აუგია თავად პაპუნა წერეთელს.

1/3872/0001.jpg

მოდინახე

მოდინახე, ფეოდალური ხანის ძველი სასიმაგრო ნაგებობის ბაზაზე აგებული შვიდკოშკიანი სათავადო ციხეა. ის 1730-იან წლებში აუგია თავად პაპუნა წერეთელს.

თქმულების მიხედვით, თავად აბაშიძეს უარი უთქვამს პაპუნა წერეთლისათვის ქალიშვილის მიცემაზე და მიზეზად წერეთელთა უციხობა დაუსახელებია, სასიძოს ციხე მალევე აუგია და სასიმამროსათვის შეუთვლია ,,მოდი ნახეო“. თავად წერეთელს აბაშიძის ქალზე უქორწინია, მის მიერ აგებულ ციხეს კი ,,მოდი ნახე“ მიუღია სახელად.

სხვადასხვა დროს, ციხე იმყოფებოდა ფალავანდიშვილებისა და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოთა მფლობელობაში. 1735 წელს ციხე მალავდა მეფესთან აჯანყებულ პაპუნა წერეთელს. მეფე ალექსანდრე V-ს, რამდენჯერმე უშედეგოდ უცდია ციხის აღება. 1766 წელს, ოსმალთა ლაშქრობის ჟამს, ციხეს თავს აფარებდა მეფე სოლომონ II.

1767 წელს წერეთლებმა ციხე იმერეთის მეფეს გადასცეს. 1810 წელს, იმერეთის აჯანყების ჟამს, მოდინახე აჯანყებულებს დაუკავებიათ. რუსული არმიის შენაერთებს ციხე აუღიათ და შიგ გარნიზონი ჩაუყენებიათ.

ციხე, უძველეს გორა ნამოსახლარზეა აგებული, აქ მოსახლეობას ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანის გვიანდელ საფეხურებზე (ძვ.წ. XV-XXსს) უცხოვრია.

ციხის ტერიტორიაზე, 1967-75 წლებში, არქეოლოგიური გათხრების დროს, მრავალი საინტერესო არტეფაქტი აღმოჩნდა: ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, იარაღი, ჭურჭელი, კოლხური და რომაული მონეტები, ბრინჯაოს ნივთები და კერამიკა.

1991 წლის მიწისძვრამ, ძლიერ დაანგრია მოდინახე.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით