მოწამეთა

მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის.

1/3876/0005.jpg

მოწამეთა

მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი - დასავლეთისა და სამხრეთის. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა , რომლის წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აგებულია მიტროპოლიტ დავითის განკარგულებით 1845 წელს. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკის ნაშთი. მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული.

მის ეზოში დაკრძალული არიან XIX-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირები. მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

  1923 წლის 20 აპრილს ბოლშევიკური პარტიის  განკარგულებით საღვთო მსახურება გაუქმდა, წმინდანთა ნეშტი და მონასტრის ქონების დიდი ნაწილი ქუთაისის მუზეუმს გადაეცა. მოწამეთა კვლავ ამოქმედდა 1954 წელს. მუზეუმიდან მონასტრის ეზოში გადაასვენეს დავითის და კონსტანტინეს წმინდა ნეშტი.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით