ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი კლდეზე დაკიდებულ კანიონის ბილიკს, ასევე საფეხმავლო ბილიკს, იტალიელი დიზაინერის მიერ გაშენებულ ორანჟერეას, დადიანების საბანაოს და სოფელი კინჩხას სამკასკადოვან ჩანჩქერს მოიცავს. ასევე ტერიტორიაზეა ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი და ეთნოგრაფიული საექსპოზიციო მოედანი.

1/3879/0002.jpg

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი კლდეზე დაკიდებულ კანიონის ბილიკს, ასევე საფეხმავლო ბილიკს, იტალიელი დიზაინერის მიერ გაშენებულ ორანჟერეას, დადიანების საბანაოს და სოფელი კინჩხას სამკასკადოვან ჩანჩქერს მოიცავს. ასევე ტერიტორიაზეა ეკოსაგანმანათლებლო ამფითეატრი და ეთნოგრაფიული საექსპოზიციო მოედანი.

მდინარე ოკაცე ასხის მთიდან მოედინება. მისი უძველესი – მილიონ წელზე მეტი ხნის და ულამაზესი კანიონის სიგრძე 16 კილომეტრამდეა. სიგანე ზოგ ადგილებში აღწევს 10-15 მეტრს, სიღრმე კი 50 მეტრზე მეტია. ბევრგან გადებულია ბუნებრივი ქვის ხიდი („ქვახიდა“), ერთი მათგანია „ბოგა“, რომლის ქვემოთ კანიონის სიღრმე 100 მეტრს აღწევს. კანიონს აქვს  მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები. ოკაცეს კანიონში აღმოაჩინეს ტექტონიკური ნასხლეტები. მდინარე ქმნის მრავალ წყალვარდნილს და ტბებს, რომელთა გამჭირვალე მოლურჯო-მომწვანო წყლის ქვემოთ თეთრი ფსკერი აირეკლება.  ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია.  მდინარის ხეობის ფსკერი ზოგგან უკუღმაა დახრილი. ხეობის ქვედა ნაწილი, მისივე შუა ნაწილთან შედარებით, რამდენიმე ათეული მეტრითაა აწეული. კანიონის ნაპირებზე გაშენებულია მსოფლიო მასშტაბით უიშვიათესი ბზის კორომები.

კანიონის მიმზიდველობას ხელს უწყობს მასთან გაშენებული დადიანის ტყე-პარკი, პარკს 50 ჰექტარი მიწა უჭირავს. სამეგრელოს ბოლო მთავარმა (1923 წლამდე გორდი -კინჩხა, სენაკის მაზრაში შედიოდა), დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მშენებლობები წამოიწყეს. არქიტექტორ ვასილიევის პროექტით აიგო ორი შესანიშნავი სასახლე. მათგან ერთი - აჯანყებულმა სოციალ-დემოკრატებმა დაწვეს 1905 წელს (ამჟამად მეორეც დანგრეულია). 15 ჰექტარი უჭირავს უცხოელი დეკორატორების მიერ გაშენებულ წალკოტს ხეივნებით, საყდარით, წყაროებით და გედების ტბით.

კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. განსაკუთრებული მნიშვნელობის და სილამაზისაა სოფელ კინჩხას სამკასკადოვანი ჩანჩქერი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და გამორჩეულია საქართველოში. ზედა ორი საფეხური მდინარის მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით