პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე ქვედაცარცული ასაკის კირქვებში გამომუშავებული და ჰორიზონტალურად დახშული სივრცეა. მას სხვაგვარად „ყუმისთავის“, „ღლიანის“ მღვიმესაც უწოდებენ. შესასვლელის სიმაღლეა სამნახევარი-ოთხი მეტრი, სიგანე - 7მ. შესასვლელთან სამოციოდე მეტრში მდებარეობს სიფონური ტბა, საიდანაც მდინარე ყუმი მოედინება.


პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე ქვედაცარცული ასაკის კირქვებში გამომუშავებული და ჰორიზონტალურად დახშული სივრცეა. მას სხვაგვარად „ყუმისთავის“, „ღლიანის“ მღვიმესაც უწოდებენ. შესასვლელის სიმაღლეა სამნახევარი-ოთხი მეტრი, სიგანე - 7მ. შესასვლელთან სამოციოდე მეტრში მდებარეობს სიფონური ტბა, საიდანაც მდინარე ყუმი მოედინება. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიდები და კალციტის ნაღვენთი ფორმები, შეინიშნება გუანოს სქელი ფენა, ჰავა დინამიურია, ჰაერი მკვეთრად მოძრაობს. გვირაბის ბოლოს ორი მეტრი სიღრმის სიფონია, მოთბო წყლით (15C).
მღვიმეში მოდის სასმელად ვარგისი წყაროები, რომელებიც მდინარე ყუმში ჩაედინებიან.
კეთილმოწყობილი მღვიმე კარგი ტურისტული ობიექტია, მღვიმეში გავლა ადვილია და სასიამოვნო. ტურისტული მარშრუტის სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია.
1984 წლის 15 ივლისს გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ გახსნა ახალი თექვსმეტი დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ზომებით, ასევე გაქვავებულ ჩამონაღვენთთა ფორმით. ახალ დარბაზებში მრავლადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები, მღვიმური მარგალიტები და პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები და ტბები.
აქაური ჰავა კარგად მოქმედებს ასთმით დაავადებულ ადამიანებზე.
საინტერესო ახლოს
კატალოგი
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი