რუისის ღვთისმშობელი
გადმოცემით რუისის ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია V საუკუნეში. ამ პერიოდის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში, ტაძარი სრულიად გაუახლებიათ. XI საუკუნეში ტაძარი ისევ განაახლეს და მდიდრულად მორთეს გიორგი ეპისკოპოსის კურთხევით.

რუისის ღვთისმშობელი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. მისი ზომებია 27.3მX19.6მ, სიმაღლე - 23.2მ. თავდაპირველად, ეკლესია ნაგები ყოფილა თანაბარი ზომის ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთების დროს კი გამოყენებულია ბაზალტი, შირიმი და აგური. ტაძარში სამი შესასვლელია - დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის. მაღალ გუმბათში 12 სარკმელია. აქა-იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. მოხატულობაში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი და მწვანე ტონალობები.
ტაძრის დასავლეთით მდებარეობს გალავანში ჩაშენებული კოშკი-სამრეკლო. ეს სამსართულიანი კოშკი, XVII საუკუნეში ააგო ეპისკოპოსმა გიორგი ვარაძემ. პირველი სართული ეზოში შესასვლელია, მეორე - საცხოვრებელი და მესამე საკუთრივ სამრეკლო.
1920 წლის დროინდელმა მიწისძვრამ, ძლიერ დააზიანა ტაძარი. მისი აღდგენა ითავა საქართველოს ხელოვნების და სიძველეთა დაცვის კომიტეტმა 1936-1938 წლებში.
საინტერესო ახლოს
კატალოგი
0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები
იყავით პირველი კომენტარის დამწერი