სამწევრისი

წმინდა გიორგის სახელობის სამწევრისის ტაძარი VII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. სამწევრისი ქართულ გუმბათიან ტაძართა ტიპს განეკუთვნება. ერთი ზომის ქვათა თანაბარი წყობით ნაგები ტაძარი გეგმაში „თავისუფალ ჯვარს“ წარმოადგენს.

1/4009/0001.jpg

სამწევრისი

წმინდა გიორგის სახელობის სამწევრისის ტაძარი VII საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. სამწევრისი ქართულ გუმბათიან ტაძართა ტიპს განეკუთვნება. ერთი ზომის ქვათა თანაბარი წყობით ნაგები ტაძარი გეგმაში „თავისუფალ ჯვარს“ წარმოადგენს.

  ტაძრის კედლებზე ამოკვეთილი ორი წარწერა გვაუწყებს: (აღმოსავლეთის ფასადზე) ამ მიდამოში X საუკუნეში არხის გაყვანის შესახებ, (სამხრეთის ფასადზე) XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე თავად ფანასკერტელის მიერ ამ ტაძრის შეკეთების ამბავს.

ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. თუმცაღა შესძლებელია შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი არქიტექტურული სახის აღდგენა. კარიბჭის სამხრეთი კედელი სადაა. ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ეკლესიის სამხრეთ კედელს ეკვრის, დანაწევრებულია დეკორატიული თაღებით.

  1940 წლის მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ტაძრის გუმბათი, კამარები, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლები.

  არქიტექტორ ლ. ხიმშიაშვილის თაოსნობით, 1952-1953 წლებში ეკლესია პირვანდე;ლი სახით აღადგინეს.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით