სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს.

1/3901/0003.jpg

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1935 წელს. ფართობი 354 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ტურა, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი და ციყვი.

  გეოლოგიურ წარსულში აქ ზღვის სანაპირო იყო. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახის მჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

  ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტული მღვიმეებით. მღვიმე „სათაფლია 1“-ის საერთო სიგრძე 900 მეტრს აღემატება. მღვიმეში უხვადაა სტალაქტიდები და სტალაგმიტები. მის გვერდითაა მინიატურული სტალაქტიდებით მდიდარი „სათაფლია 2“ და „სათაფლია 3“.

მღვიმეები 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა როდესაც პირველყოფილი ადამიანის სადგომს ეძებდა.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით