შორაპნის ციხე

შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეთა პერიოდის ციხე-სიმაგრეა. ისტორიულ წყაროებში, მას თავდაპირველად სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ.I-სს) იხსენიებს. სტრაბონის ცნობით, შპორაპნის ციხე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა.

1/3907/0001.jpg

შორაპნის ციხე

შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეთა პერიოდის ციხე-სიმაგრეა. ისტორიულ წყაროებში, მას თავდაპირველად სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ.I-სს) იხსენიებს. სტრაბონის ცნობით, შპორაპნის ციხე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა.

ლეონტი მროველის (IXს) ინფორმაციით, ციხე ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I - მა, ძვ.წ. III საუკუნეში.

VI საუკუნეში, სპარსეთ-ბიზანტიის ბრძოლის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. ციხე თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას, გვიანდელ ეპოქაშიც არ კარგავდა. 1730 წელს ოსმალთა მიერ დაკავებული ციხე, იმერეთის მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა 1770 წელს. 1983 წლიდან, ციხეზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები, მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი, გამოჩნდა აღმოსავლეთის, დასავლეთის და ნაწილობრივ ჩრდილოეთის კელდები. ნაგებობების ქვეშ, აღმოჩნდა უფრო ძველი ნაგებობების ნაშთები. გამოვლინდა ანტიკური ხანის, ორგვარი - ბრტყელი და ღარიანი კრამიტით დახურული ნაგებობები. აღმოჩენილია კოლხური ამფორები. არქეოლოგიური მასალა, ამჟამად ზესტაფონის მუზეუმში ინახება.

ციხე-ქალაქის დაახლოებით 600 კვადრატული მეტრია. ციხეს ჰქონდა ორი კარი - ჩრდილო-აღმოსავლეთის და დასავლეთის. ამჟამად აღმოჩენილია ძველი თაღოვანი ციხის ბურჯი. ციხიდან მდინარე ყვირილაში ჩადის VI საუკუნის პერიოდის 60 მეტრიანი გვირაბი. გვირაბი გვიანფეოდალურ ხანაში აღუდგენიათ.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით