სურამის ციხე

დაბა სურამის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ციხე, ძველი ისტორიული სურამის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. თავად სურამი, როგოც ციხე-ქალაქი, XI-XII საუკნეთა მიჯნაზეა აშენებული, როგორც ქართლის ერისთავ სურამელთა რეზიდენცია.

1/4032/0007.jpg

სურამის ციხე

დაბა სურამის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ციხე, ძველი ისტორიული სურამის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. თავად სურამი, როგოც ციხე-ქალაქი, XI-XII საუკნეთა მიჯნაზეა აშენებული, როგორც ქართლის ერისთავ სურამელთა რეზიდენცია. სურამის ციხეც სავარაუდოდ იმავე ეპოქაში უნდა იყოს აგებული. მაღალ კლდეზე აღამართული ციხე 1200 კვადრატული მეტრის ფართობისაა.  აღმოსავლეთ საქართველოს ათეულობით ციხეთა შორის, სურამის ციხეს ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა.

ციხის გარე გალავნის შიგნით, გამოყოფილია მცირე გალავანი, რომელიც ციხის დამატებითი ციტადელის როლს ასრულებდა.

კლდის შვერილზე, თლილი ქვითაა ნაგები ერთნავიანი ეკლესია. ციხის ეზოს დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია მიწაში ღრმად ჩამჯდარი სასახლის მცირე ფრაგმენტი. ციხის ერთადერთი კარი მისი ჩრდილო კედლის შუაშია. ამ კედლის ზედა ხაზზე ვიწრო სათოფეებია განთავსებული. ციხის კაპიტალური რესტავრაცია XVI საუკუნის ბოლოს ჩატარებულა.

1743 წლისთვის, ციხე შაჰის წინაღმდეგ მებრძოლი თავადის, გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი ადგილია. ამილახვრის დასასჯელად, სამი სახანოს გაეთიანებული ჯარი გაუგზავნიათ. ამ ჯარს ქართლი აუწიოკებია, მაგრამ სურამზე შეტევა ვერ შეუბედავს. 1745 წელს, ქართლ-კახეთის გაერთიანებულმა ჯარმაც კი ვერაფერი დააკლო სურამში მყოფ ამილახვარს.

უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით