თმოგვი

თმოგვი ჯავახეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი იყო. თმოგვის ციხე წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ საქარავნო გზას აკონტროლებდა, მდინარის ორივე ნაპირის დამაკავშირებელ ხიდს კეტავდა და სოფლებისკენ მიმავალ გზებს იცავდა.

1/4056/0001.jpg

თმოგვი

თმოგვი ჯავახეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი იყო. თმოგვის ციხე წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემომავალ საქარავნო გზას აკონტროლებდა, მდინარის ორივე ნაპირის დამაკავშირებელ ხიდს კეტავდა და სოფლებისკენ მიმავალ გზებს იცავდა.

თმოგვის დაწინაურება VIII-IX საუკუნეთა მიჯნიდან იწყება. XII საუკუნის მიწურულიდან თმოგველთა რეზიდენცია და სანაპირო საერისთავოს ცენტრია. XVI ს-ში თმოგვის ციხეს სამცხის ათაბაგები  ჯაყელები ეპატრონებიან. ამავე საუკუნის მიწურულს ციხე ოსმალებმა დაიპყრეს. 1828 წელს თმოგვის ციხე საქართველოს დაუბრუნდა.

ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოიყოფა. ძლიერი მიწისძვრის შედეგად ციხე რამდენჯერმე დანგრეულა, თუმცა იგი მალევე აღუდგენიათ. ციხეს მდინარესთან კლდეში ნაკვეთი საიდუმლო გვირაბი აკავშირდებდა. ციხის შიდა ტერიტორია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს ეჭირა. ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი წარწერები გვაუწყებს, რომ წმინდა მარინეს გუმბათიანი ეკლესია XIII-XIV სს. მიჯნაზე აუგიათ, ხოლო თმოგვის ზღუდე 1350 წელს ააშენეს.


1 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00001
5

მიმოხილვები

men
5

Tmogvi Fortress is niceThe fortress is a very beautiful one. Raised above the river, it has numerous viewpoints with extremely exciting views. Even though it is seriously damaged, it is interesting to walk around this calm and quiet place. Be prepared for some climbing (no special skills or equipment needed). Some beautiful photos can be found in my blog http://www.worldofroads.com/?p=3374&lang=en

შეტყობინება

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით