წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი, ადრეულ შუა საუკუნეებს ეკუთვნის და აგებულია 626-634 წლებში, ქართლის ერისთავ სტეფანოზ II ადარნასეს ძის მიერ. წრომში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ყოფილა ქრისტიანული ტაძარი. წრომის ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, ერისმთავრმა სტეფანოზმა ააგო დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი.

1/4034/0004.jpg

წრომის ტაძარი

წრომის ტაძარი, ადრეულ შუა საუკუნეებს ეკუთვნის და აგებულია 626-634 წლებში, ქართლის ერისთავ სტეფანოზ II ადარნასეს ძის მიერ.

წრომში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ყოფილა ქრისტიანული ტაძარი. წრომის ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, ერისმთავრმა სტეფანოზმა ააგო დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი. XI და XII, ასევე XVI და XVII საუკუნეთა მიჯნაზე, ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა. 1731 წლის 24 სექტემბერს, ლეკთა შემოსევისას დაინგრა ტაძრის გალავანი, ხოლო 1940 წლის 8 მაისს, მიწისძვრამ საკმაოდ დააზიანა ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილები, დაინგრა გუმბათი, გუმბათქვეშა კედლები, დასავლეთის და სამხრეთის თაღები, გადაიხარა დასავლეთის კედელი.

1949 წლიდან დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. 1959 წელს გაასწორეს დასავლეთის კედელი, ხოლო 1975 წელს კი ტაძარს ხის საცდელი გუმბათი დაადგეს.

ტაძრის ზომებია 25.6მX19.85მ. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. ტაძარი გადახურულია კრამიტით და ქვით. სამხეთ-დასავლეთით, ორსართულიანი სათავსია, რომლის ქვედა სართული, საქალებო ყოფილა, ზედა კი წარჩინებულთა სადგომი. ტაძრის საკურთხეველი, შემკული იყო მოზაიკით, რომლის დიდი ნაწილიც განადგურდა. მოზაიკის შემორჩენილი ფრაგმენტები გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

პრეზიდზენტის 2006 წლის ბრაძენებულებით, ტაძარს მიენიჭა „ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის“ სტატუსი.


0 ჩვენი გაერთიანების მიმოხილვები

დაბალი
საშუალო
ნორმალური
ძალიან კარგი
ბრწყინვალე
00000
0

იყავით პირველი კომენტარის დამწერი

საინტერესო ახლოს

კატალოგი

ჩამოტვირთეთ

გენერალური სპონსორები

სომხეთი

საქართველო

საბერძნეთი

თურქეთი

შესვლა სოციალური ქსელის გამოყენებით